ბინები სოციალურად დაუცველთათვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლები გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და ოთხ ოჯახს ინდივიდუალური ტიპის სოციალური სახლები გადასცა.

2023 წელს საცხოვრებელი სახლი ქობულეთში დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, ქობულეთში 200 ოჯახისთვის დაგეგმილია ორი მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა.

საცხოვრებელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილებას.