დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის

სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდა ბათუმში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. მან შეხვედრის მონაწილეებს მასშტაბურ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა პირებმა დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის სურვილი გამოთქვეს. ადგილზევე მოხდა მათთვის ვაკანსიების შეთავაზება. პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში 17 000-ზე მეტი ვაკანსიაა. ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, ოთხი წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება.