საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა

ახალი შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი ფენისთვის.

პირველი მარტიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა იწყება. მთავრობის მიერ სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ გზად გამოცხადებული პროექტი 200 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს. პროგრამის მიხედვით, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა შეუძლია სოციალური შემწეობების მიმღებ ნებისმიერ შრომისუნარიან ადამიანს 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე. პროგრამაში მონაწილეობის მიუხედავად, სოციალური დახმარებას ოთხი წლის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება. უარის შემთხვევაში კი კონკრეტულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთ წელში გადამოწმდება. პროგრამის მთავარი მიზანი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემა, მათი დაინტერესება და ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვაა. საზოგადოებრივ სამუშაოებში ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები იგულისხმება.