სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

2020 წლის 14 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე – „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება მომჩივნების – ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა და მათი ერთ-ერთი შვილის – არჩილ ქადაგიშვილის მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე მომჩივნის პატიმრობის არასათანადო პირობებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, ამირან და არჩილ ქადაგიშვილების სასარგებლოდ, საქართველოს დაეკისრა 12 000 – 12 000 ევროს გადახდის ვალდებულება.