სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის განხილვაზე

12:17, 28.03.2024

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. სარჩელი იმ გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მარტს მიიღო და ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, ქართული ოპოზიციის ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი იყო. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით კი, სწორედ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა.

მსგავსი