ჭუბერის თემში სტიქიის შედეგებს უკვე ორი კვირაა ებრძვიან.
მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროცესში ჩართულია სამი სამშენებლო კომპანია. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ცხრა სოფელს აღუდგა. დარჩა მხოლოდ ერთი, სადაც უგზოობის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა ელექტრო გადამცემი ხაზების მოწესრიგება. დაზარალებული 28 ოჯახი და დანგრეული საცხოვრებელი სახლები.
რა ვითარებაა სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ ჭუბერში – ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ.