უამინდობა რაჭაში

18:45, 09.02.2024

ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება თოვლწმენდის და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ამ დროისთვის გაიწმინდა 15 სოფელი. სამუშაოები ტარდება კიდევ რვა სოფელში. ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ნაქერალას უღელტეხილი. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 49 სოფელში. სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით, ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

მსგავსი