სტიქიის შედეგები შიდა ქართლში

სტიქია იყო შიდა ქართლში. ძლიერი წვიმისა და თოვლის გამო, ხაშურში მდინარე ჭერათხეულა ადიდდა და რამდენიმე სოფელში მიწის ნაკვეთები დატბორა. მდინარემ სოფელ აძვისში ხიდიც დაფარა. ადგილობრივები შიშობენ, რომ სტიქიის შედეგად ხიდი დეფორმირდა და სარგებლობა უსაფრთხო აღარ არის. ძლიერ წვიმას ქარი მოჰყვა. სოფელ ვაყაში ძლიერმა ქარმა ერთ სახლს სახურავი გადახადა.