კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის კრეფა დაიწყო – მათ სახელმწიფო შეისყიდის. ამ მიზნით გაიხსნა აკურის ღვინის ქარხანა, სადაც მოსახლეობას დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუძლია. ამავდროულად ახმეტის, თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი კომისიების მიერ გრძელდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.
შეგახსენებთ, 2 სექტემბრის საღამოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში 15-მდე სოფელში ვენახების ნაწილი და მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები გაანადგურა. დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და დაიხოცა შინაური ფრინველი.