სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

12:25, 16.09.2023

სტიქიის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტი სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა – გზების ინფრასტრუქტურის გარდა, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მოსახლეობას, როგორც კერძო, ასევე, საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დაუზიანა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 131 სახლი გადაიხურება.

მსგავსი