სტიქიის შედეგები ფოთში

ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წევრი ანი ჯოჯუა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მან სტიქიის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სანაპირო ზოლის გამაგრება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობენ, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება. საპასუხოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ, მუნიციპალიტეტმა სტიქიის დაწყებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინა. დაიწყო დამცავი ბარიერის მოწყობაც.

„იმის გამო, რომ წყალს არ მიეღწია სანაპიროსთან ახლოს მდებარე მოსახლეობამდე და სასაფლაომდე, მოხდა დამცავი ბარიერების მოწყობა. ასევე, აღსანიშნავია რომ, საქართველოს  მთავრობის დაფინანსებით  კუნძულის სანაპიროზე უკვე დაწყებულია ნაპირგამაგრების სამუშაოები, რომელიც დაიცავს სანაპირო ზოლს“. – ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.