უხვმა ნალექმა ფოთს პრობლემები შეუქმნა

12:20, 20.10.2024

ფოთში უხვი ნალექისა და ქარის გამო ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ და კერძო სახლების ნაწილს. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. პარალელურად შექმნილია ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლის, რის საფუძველზეც, უმოკლეს პერიოდში კომპენსაციები გაიცემა.

მსგავსი