რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა აჭარაში პრობლემები შექმნა. ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერია. სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი ხაზები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ კორპუსებს.