გურიაში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. საავტომობილო გზებზე შეფერხებები მოხსნილია. მიმდინარეობს მუშაობა სამანქანო გზების აღდგენაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა. მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება. გრძელდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.