სტიქიის შედეგები დასავლეთ საქართველოში

შავიზღვისპირეთი სტიქიის ზონაა.

ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი მასშტაბურია. აჭარაში, გურიასა და ფოთში განადგურებული და დაზიანებულია სანაპირო ზოლში განთავსებული ინფრასტრუქტურა. დაზიანდა სავაჭრო ობიექტებიც. რვაბალიანი შტორმის შედეგად ჯებირების დანგრევის გამო რამდენიმე ადგილზე დამცავი ჯებირების მოწყობა გახდა საჭირო. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ზიანი მიადგა საცხოვრებელ კორპუსებსაც. სალიკვიდაციო სამუშაოების სრულად დაწყებას უამინდობა აფერხებს.