საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რეგიონებში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ირინა ფუტკარაძე, იზაბელა ოსიპოვა და ნინია კაკაბაძე გორში იმყოფებოდნენ. შეხვედრას ძირითადად სტუდენტები ესწრებოდნენ, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა მოთხოვნები და სურვილები აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, რა ტიპის გადაცემების ყურება სურთ და რომელი გადაცემები მოსწონთ ან არ მოსწონთ.