მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ირინა ფუტკარაძემ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე გადაცემების, რადიოს დაფარვის უპრეცედენტო ზრდის, ტექნიკის შესყიდვის, საერთაშორისო პროექტების, ტელეფილმების და არხზე მიმდინარე სხვა პროექტების და გეგმების შესახებ. ასევე ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

ფუტკარაძემ ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის და მისი შესრულების შესახებაც მიაწოდა.