საპროტესტო აქცია მაუწყებელთან

15:10, 03.09.2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილისა და პროფკავშირის საპროტესტო აქცია. მაუწყებლის შენობასთან დღეს პირველი არხის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, ვისაც მენეჯმენტი შრომითი ხელშეკრულების ცვლილებას სთავაზობს. უარის შემთხვევაში კი კომპენსაციას და ხელშეკრულების შეწყვეტას ჰპირდება. პროფკავშირები ამ წინადადებას არასამართლიანად მიიჩნევს და მიმართავს პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ომბუდსმენს, ჩაერთონ საკითხის დარეგულირებაში.

პროფკავშირები არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს ხვალ 12 საათზე შეხვედრას სთავაზობენ.

პროფესიული გაერთიანების პოზიციით, მენეჯმენტის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნას უდრის.

აქციის მონაწილეებს დღეს სამეურვეო საბჭოს წევრები, ნინია კაკაბაძე და ქეთევან მსხილაძე შეხვდნენ.

მსგავსი