საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის მოსმენა

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში კულტურის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დეპუტატებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა. აქცენტი გაკეთდა პანდემიის პერიოდში მუშობასა და ტელესკოლის მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, „ბიბისის“ წარმომადგენლის ტრენინგები. განმარტება გაკეთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის ბიუჯეტის დაკორექტირების მიზეზებზეც. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ არხის ტექნიკურ გადაიარაღებაზეც ისაუბრა. ანგარიშს საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ.

ორგანიზაცია

მოამბე

დატოვე კომენტარი