საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში განიხილეს. დეპუტატებს ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი თქმით, სხვა წლებისგან განსხვავებით ანგარიში დეტალურია და მასში ყველა გადაცემის შესახებ კონკრეტული ინფორმაციაა. აქცენტი გაკეთდა ტელესკოლაზე, ასევე არჩევნებზე და არჩევნების გასაშუქებლად ბი-ბი-სის წარმომადგენლის მიერ პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებაზე. ირინა ფუტკარაძემ ასევე ისაუბრა ბიუჯეტის კორექტირების მიზეზებზე, ტექნიკური გადაიარაღების მნიშვნელობაზე და ახალი შენობის მშენებლოლბის საკითხზე. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.