სსმ-ს სამეურვეო საბჭო რეგიონებში მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა და ნინია კაკაბაძე მარნეულში იმყოფებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ მიიღო.

აუდიენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეურვეო საბჭოს მიზანია გაარკვიოს, რამდენად უყურებს და ენდობა მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს, რომელი გადაცემები მოსწონთ ან არ მოსწონთ.

გამოიკვეთა მოთხოვნა, რომ აზერბაიჯანელ მოსახლეობას სურს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს მისთვის გასაგებ ენაზე.

მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.