თავდასხმა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.
ამჯერად სამიზნე ნიდერლანდების ქალაქი უტრეხტი გახდა. დამნაშავემ უმისამართო სროლა ტრამვაიში დაიწყო. დაღუპულია სამი და დაჭრილია ხუთი ადამიანი. თავდამსხმელს ამ წუთებშიც ეძებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.
წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე ეროვნებით თურქია და მას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან აქვს კავშირი.