თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა თბილისელი სპორტსმენები დაჯილდოების ღონისძიება.
სპორტსმენები თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო და სიმბოლური პრიზები გადაეცათ წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ჭადრაკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა გუნდებს და საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის პარასპორტის გუნდებს.
დედაქალაქის მერია თბილისელ სპორტსმენებს 2018 წლიდან აჯილდოებს. გასულ წელთან შედარებით, წელს დასაჯილდოებელი სპორტსმენების რაოდენობა გაორმაგდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 140 სპორტსმენი და ხუთი გუნდი.