გადაიყვანენ თუ არა პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სხვა კლინიკაში ან ქვეყანაში, ეს ამ დრომდე გაურკვეველია. სპეციალისტებმა საბოლოო გადაწყვეტილება 2 კონსილიუმის შემდეგაც ვერ მიიღეს. როგორც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ამბობს, გამოითქვა სხვადსხვა მოსაზრება და ექიმების ნაწილი ტრანსპორტირებას დასაშვებად მიიჩნევს. მისი თქმით რუსეთიდან ჩამოსულმა ნეიროქირურგმა ჩატარებული ოპერაცია და მკურნალობა დადებითად შეაფასა და დამატებით ქირურგიულ ჩარევას აუცილებლად არ მიიჩნევს. უშუალოდ ტრანსპორტირების საკითხზე გადაწყვეტილება კი რეანიმატოლოგებმა უნდა მიიღონ.Mმე-3 კონსილიუმი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაიმართება.