თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ შვიდ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე სასტუმროში აიყვანეს, საიდანაც პოლიციამ სხვადასხვა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
დაკავებულებთან პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა მათი ადვოკატი.