სპეცოპერაცია ნაძალადევის რაიონში. ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოდანაშაულის და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებები მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „მოამბეს“ დაუდასტურეს, რომ პოლიციამ გადამოწმების მიზნით ახალგაზრდას მანქანის გადაყენება და საბუთები მოსთხოვა, რაზეც მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა. მანქანის შემოწმებისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი თოფი, ე.წ აბრეზი ამოიღო.
ახალგაზრდა დაკავებულია, იგი თანმხლებ გოგონასთან ერთად იყო, თუმცა გოგონა მხოლოდ მოწმის სტატუსით იმყოფებოდა ადგილზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.