სპეცოპერაცია გორში

სპეცოპერაცია გორში. ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, ხუთი პირია დაკავებული. სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ხუთივე პირი გამთენიისას სახლებიდან აიყვანეს. ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს. უფლებადამცველს სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია, მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

მოამბე