ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება, ობიექტზე გაიმართა. წვრთნების მიზანი წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწაა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ,ობიექტზე თავდასხმის, ჩხრეკისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის საელჩოს მასტერ-სერჟანტი გრეგ ენჯელი დაესწრო. მსგავსი ერთობლივი ქართულ-ამერიკული გეგმიური წვრთნები, სპეციალური ოპერაციების ძალებში რეგულარულად მიმდინარეობს. სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონში უკვე ჩატარდა.