სოსო გოგაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის საქმეზე პროცესი ამ წუთებში იწყება. არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე არსებითი განხილვა გაიმართება. სასამართლოს წინაშე, მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან. შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილს ბრალი რამდენიმე კვირის წინ დაუმძიმდა. სახელმწიფო ბრალდებამ მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ბრალდება წარუდგინა.