გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლისდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ორ საათზე მეტხანს იკითხებოდა. ხათუნა მარტყოფიშვილმა გამოძიებას მასზე რეგისტრირებულ ქონებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. ადვოკატის განცხადებით, მისმა კლიენტმა გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებს რამდენიმე დღის წინ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 15 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება დაუყადაღეს. აღნიშნული გოგაშვილის ოჯახმა სასამართლოში გაასაჩივრა.