გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლისდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფება. ხათუნა მარტყოფაშვილი გამოძიებას მასზე რეგისტრირებულ ქონებებთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებს რამდენიმე დღის წინ 15 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღეს, რაც ოჯახმა სასამართლოში გაასაჩივრა.