გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას ორი ეპიზოდის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არასამუშაო დროს ვიზიტთან და ციხეში განხორციელებულ ზარებთან შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე მისი განცხადებით, გამოძიებას სოსო გოგაშვილის დაკავებაზეც ესაუბრა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული საქმის სრულყოფილად გამოძიებისთვის, საქმეში ფიგურანტი ყველა პირი უნდა დაიკითხოს.