„სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი“ იაშვილის კლინიკაში შრომითი პირობების შესწავლას ითხოვს
იაშვილის კლინიკაში დასაქმებულთა შრომითი პირობების შესწავლას ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ქსელი მშრომელთა ცენტრი’’ ითხოვს.
განცხადებით უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს. ცენტრის წევრები ეჭვობენ, რომ კლინიკაში დარჩენილი დასაქმებულები სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ არიან. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია შრომის ინსპექციას კლინიკაში შესვლას და საქმის შესწავლას სთხოვს.
ჯანდაცვის სამინიტროში განმარტავენ, რომ უწყება საავადმყოფოს მოთხოვნით მიმართავს და იმ შემთხვევაში თუ კლინიკა თანხმობას განაცხადებს, შესაბამის პროცედურები დაიწყება.