სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა

სანიტრების უფლებების დაცვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სოლიდარობის ქსელმა განცხადებით მიმართა. მათ სანიტრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გააკეთეს აქცენტი და აღნიშნეს, რომ ხელფასი 150 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე 70 ლარით ნაკლებია.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ერთი თვის წინ ექთნებისა და ექიმებისთვის მომატებული ხელფასები საკმარისი არ არის. ორგანიზაცია სამინისტროს პასუხს ორი კვირის განმავლობაში დაელოდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაფიცვას აანონსებენ. საპასუხო განცხადება უწყების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.