ვირუსული ინფექციის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია

ვირუსული ინფექციის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია. ამის შესახებ კლინიკების ექიმები აცხადებენ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 54 ადამიანი მკურნალობს. მათგან ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

პაციენტების დიაგნოზი ორმხრივი პნევმონიაა, სუნთქვის მწვაჳე უკმარისობა. ამ პაციენტებს აქვთ თანმხლები პათოლოგიები, რაც ამძიმებს მდგომარეობას. ლაბორატორიული კვლევები პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ, თუმცა კვლევის შედეგები, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი. 54 პაციენტიდან 40 ბავშვია, 14 კი მოზრდილი. სხვა წლებთან შედარებით, გრიპის ან სხვა ინფექციური ვირუსული დაავადებით პაციენტთა რაოდენობა გაზრდილი არ არის.