იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებს

რა ხარვეზები ვლინდება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, რის გამოც, საავადმყოფო მუშაობას აჩერებს. საუბარია ინფექციის კონტროლის მიმართულებით გამოკვეთილ დარღვევებზე. რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ საავადმყოფოში პაციენტების არაერთი ინფექციის შეძენის შემთხვევა დაფიქსირდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, კლინიკაში სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო. მოხდება სამედიცინო აღჭურვილობის ცვლილება და მედპერსონალის გადამზადება. პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამ პერიოდში მუშაობას გააგრძელებს იაშვილის კლინიკის მხოლოდ ამბულატორიული და ონკოჰემატოლოგიური განყოფილებები.