სოციალური აგენტების მოთხოვნა

სოციალური აგენტები ორი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას აპირებენ.

განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, სოლიდარობის ქსელის დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა შეიტანეს, რომელშიც 90 სოციალური აგენტია გაწევრიანებული. გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფში იურისტის ჩართულობაზე უარი თქვა. საუბარია ჯგუფზე, რომელთანაც პრობლემების განხილვა უნდა მოხდეს. სოციალური აგენტები მოითხოვენ, ხელშეკრულებაში თითო ბენეფიციარის მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხის გარდა, გაიწეროს ფიქსირებული ხელფასი საარსებო მინიმუმის ოდენობით და ტრანსპორტის ხარჯი, ასევე ხელშეკრულებები. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პირველი ივლისიდან მათი ხელფასები გაიზრდება, გახანგრძლივდება ხელშეკრულების ვადები. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, შიდა სამსახურებრივი ჯგუფი შედგება და მსჯელობის შედეგად, მომავალი წლის ბიუჯეტისთვის შესაბამისი თანხები აისახება.