დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა

ორი წლის ბავშვი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, ამ დრომდე იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში იმყოფება. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ბავშვს პლასტიკური ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. ძაღლმა ძმები, 5 და 2 წლის ბავშვები დაკბინა. უფროსის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა. ძაღლი კი ამ დროისათვის ცხოველთა პოპულაციის ცენტრშია მოთავსებული, სადაც 10 დღის განმავლობაში საკარანტინე დაკვირვების ქვეშ იქნება.