იაშვილის კლინიკის დირექტორის განცხადება

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, „კოვიდ-19“-თან ერთად კიდევ ორი წელი მოგვიწევს ცხოვრება. პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, ივნისში ივლისსა და აგვისტოში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა, ამიტომ  ჩხაიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

იაშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, შესაძლო რისკებთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი არსებობს. პირველი სცენარით, ეს პერიოდი იყო პიკი და შემოდგომა-ზამთარში დაავადებულთა რაოდენობა იკლებს, ხოლო მეორე სცენარით, ვირუსის მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში, დაავადებულთა უფრო დიდ რაოდენობა იქნება და შემთხვევების მატებას ნოემბრიდან უნდა ველოდოთ, რა დროსაც ვითარება შეიძლება სეზონური ვირუსის თანდართვამ გაართულოს, ამიტომ ექიმი მოსახლეობას ოქტომბრის ბოლოს სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი