„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 ათასი ლარი გამოიყო. სენაკის მერიამ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესარჩევად ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები და სოფლის კრებები დაასრულა.
განსახორციელებელი პროექტები, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ შეარჩია. მიმდინარე წელს მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 45 პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს. ძირითადი საჭიროებები წყლის, შიდა გზების, გარეგანათებებისა და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა იყო.