წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12:35, 06.06.2022

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა. მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა. ზარქუას ინფორმაციით, ბიუჯეტის მიღება დაგვიანდა, რამაც პროგრამის შეფერხება გამოიწვია. ზარქუა ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს.

მსგავსი