შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტში

ჭალადიდის, თეკლათის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები გაიმართა.

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეებმა ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ნაპირსამაგრების და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

გამოკვეთილი პრობლემები მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.