სოციალურად დაუცველთა პრობლემები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის, ტეხურის ყოფილი მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, იურიდიული დახმარების სამსახურის, სამეგრელო-ფოთის ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

იურისტები ადგილზე გაეცნენ პრობლემებს და განაცხადეს, რომ დაეხმარებიან მათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციაში, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახური სენაკის მუნიციპალიტეტის, ტეხურის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ადამიანთა სოციალური პირობებით, საქართველოს პირველ არხზე გასული რეპორტაჟის შემდეგ დაინტერესდა.