გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბიზნესსექტორს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე, ახალ რეგულაციებსა და რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც პლასტიკის პარკების აკრძალვას ეხება და ასევე იმსჯელეს სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე.
შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროგრამის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში გაიმართა.