კახა კალაძის შეხვედრა ბიზნესსექტორთან

კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე. დისკუსიისას კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.