აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

კოვიდშეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს მორიგი აქცია გაიმართა. პროტესტის გამოსახატად ადგილზე სხვადასხვა სფეროსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციას სამოქალაქო საზოგადოების წევრები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა რეგულაციების დაცვით მუშაობის უფლების მიღებაა, რაც მოქმედი შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს. აქციის წევრები საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სამართლებრივი დავის დაწყებასაც გეგმავენ. მზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. მორიგი აქცია კი მთავრობის ადმინისტრაციასთან 31 იანვარს გაიმართება.