შეხვედრა ბიზნესთან

იმ შემთხვევაში, თუ „კოვიდ-19“-ის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება, საქართველოში ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას არა უგვიანეს 15 თებერვლისა განაახლებენ. დაპირება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მორიგ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას მხარეები პროდუქტიულს უწოდებენ. კომერციული ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიიღეს პასუხები არსებულ შეკითხვებზე.

გენო ოსიყმაშვილი გვეტყვის დეტალებს.