გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო დაათვალიერა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა ფერმერმა გიორგი ჯვარიძემ, მცირე საწარმოს მოსაწყობად, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით ისარგებლა.
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 313 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა.