ელექტრონარჩენების მართვა

საქართველოში ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემა დაინერგება. შესაბამისი პროექტი საზოგადოების წინაშე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარადგინა. ოთარ შამუგიამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.