ოთარ შამუგიას განცხადება

გარემოს დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პროცედურა იყო დაცული. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რაჭაში ტყე არ გაყიდულა და არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის.